Sunday 8 March 2015

დღე მეცხრე

  დამთავრდა ჩვენი ტრენინგი...იყო საინტერესო პრეზენტაციები,მივიღეთ სერტიფიკატის მოსაწვევები. იყო სიურპრიზები და  თბილი დამშვიდობება ჩვენს პედაგოგთან.....დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს  სასიამოვნო დღეების გატარებისათვის,დიდი მადლობა დათო მასწავლებელს!


Tuesday 3 March 2015

დღე მერვე!

  დედის დღეს გილოცავთ! დღეს სასიამოვნო დღეა,ვსწავლობთ, ვმუშაობთ და მერე დროსაც გავატარებთ იმედია.....


Sunday 1 March 2015

დღე მეშვიდე!

  დღეს გაკვეთილი გამიცდა,ცუდად ვარ,მახველებს და ყელი  მტკივა.ძალიან ვინერვიულე,მაგრამ არა უშავს,მაინც არ ჩამოვრჩები. ჩემი შრომისმოყვარეობის ამბავი რომ ვიცი,მაინც ვაჯობებ იმ ცელქ მოსწავლეებს,გაკვეთილზე რომ ჭამენ და ყელს იტკბარუნებენ.სირცხვილი არ არის გაკვეთილზე ჭამო და სურათები გადაიღო?


Sunday 22 February 2015

დღე მეექვსე!

 სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე! ფინიშთან მივდივართ.იმედი მაქვს დავალებებს წარმატებით  შევასრულებ და მაია ჟიჟილაშვილს ვაჯობებ! ინფორმატიკას მე ვასწავლი,რა პრობლემაააააა.

Friday 20 February 2015

დღე მეხუთე!

დღეს ვისწავლეთ word-დოკუმენტში დამატებითი developer- ფანჯრის დამატება და კითხვარების შედგენა. სლაიდბუმიდან ვიდეოს ატვირთვა.ძალიან საინტერესო გაკვეთილი იყო.
       მადლობა დათო მასწს!

Sunday 15 February 2015

დღე მეოთხე!

დღეს ცოტა მოვიწყინე,ამ კაცუნებს ვერაფერი გავუგე,რომ არ ვისწავლოთ არ შეიძლება? უამრავი რამ ვისწავლე და მასზე ვიმუშავებ.
დიდი მადლობა პედაგოგს!

Saturday 14 February 2015

ტრენინგის მესამე დღე!

დღეს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თავში ქაოსია,მაგრამ იმედი მაქვს არაფერი  არ დამავიწყდება და ყველაფერი დალაგდება.
        მადლობა დათო მასწავლებელს!